Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე


ხორვატიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას

ხორვატიაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას
ერთმანეთს ეცილებიან მოქმედი პრეზიდენტი სტიპე მესიჩი, რომელსაც მხარს უჭერს მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია, და ვიცე-პრემიერი იადრანკა კოსორი, რომლის კანდიდატურა მმართველმა კონსერვატულმა პარტიამ, ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა წამოაყენა. ექსიტ-პოლების მონაცემთა მიხედვით, მესიჩი დამაჯერებლად გაიმარჯვებს - მას მხარს უჭერს ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი. პირველ ტურში მესიჩმა ხმების 49 პროცენტი მოაგროვა, ხოლო კოსორმა - 20.
XS
SM
MD
LG