Accessibility links

logo-print

რუსეთის რამდენიმე რეგიონში დღეს გრძელდებოდა


რუსეთის რამდენიმე რეგიონში დღეს გრძელდებოდა აქციები, რომელთა მონაწილეები

რუსეთის რამდენიმე რეგიონში დღეს გრძელდებოდა აქციები, რომელთა მონაწილეები
პროტესტს გამოთქვამდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეღავათები ფულადი კომპენსაციებით შეიცვალოს. პეტერბურგში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო ათასამდე ადამიანმა, ძირითადად პენსიონერებმა, რომლებმაც ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს. ისინი წითელ დროშებს აფრიალებდნენ და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. გარდა ამისა, დემონსტრანტები შეღავათების აღდგენას მოითხოვდნენ. რადიო "თავისუფლების" სტავროპოლელი კორესპონდენტი იუწყება, რომ ანალოგიური დემონსტრაცია სამხრეთი რუსეთის ამ ქალაქშიც გაიმართა. იქ აქციის ხუთი ათასამდე მონაწილემ ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტა. ტვერში ტრამვაის ერთ-ერთმა მგზავრმა სცემა კონდუქტორს. ეს უკანასკნელი მგზავრობის საფასურის გადახდას სთხოვდა პენსიონერს, რომელმაც ბილეთის ყიდვაზე უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG