Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 52


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 52 პატიმარი შეიწყალა. მან ეს გადაწყვეტილება შეწყალების

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 52 პატიმარი შეიწყალა. მან ეს გადაწყვეტილება შეწყალების
მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 52 შეწყალებულიდან 41 პატიმარი ციხიდან თავისუფლდება, დანარჩენ თერთმეტს კი მისჯილი წლები გაუნახევრდება. გასული წლის მანძილზე საქართველოს პრეზიდენტმა 300-მდე პატიმარი შეიწყალა. საქართველოს სასჯელაღსრულების სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებებში ამჟამად 8 ათასზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს. შეგახსენეთ, ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ბოლო ანგარიშში ერთ-ერთი რეკომენდაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებების ამნისტიების გზით განტვირთვა გახლდათ.
XS
SM
MD
LG