Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს
თბილისში რუსეთის ფედერაციის საელჩოს განცხადების გამო, თითქოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეები და ტერორისტული ჯგუფები იმყოფებოდნენ. როგორც საგარეო უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციის ოფიციალური წყაროებისგან არ მიუღია არავითარი კონკრეტული ცნობა პანკისის ხეობაში ტერორისტების ყოფნის თაობაზე. დოკუმენტის თანახმად, 2004 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში საქართველოს საელჩომ განმარტებისთვის ნოტით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი ივანოვისა და გენერალ-მაიორ შაბალკინის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით პრევენციულ დარტყმებსა და პანკისის ხეობაში თითქოსდა მყოფ ტერორისტთა შესახებ, მაგრამ ქართულ მხარეს პასუხი დღემდე არ მიუღია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან ტერორისტები ან ტერორისტთა ჯგუფები და კვლავ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი შემადგენლობით დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პანკისის ხეობის ერთობლივ დათვალიერებაზე.
XS
SM
MD
LG