Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ხელი


რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ხელშეკრულებას

რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის ხელშეკრულებას
რუსეთ-ყაზახეთის საზღვრის დემარკაციაზე. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში განაცხადა: “შევძელით, მოგვეგვარებინა ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი: ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხი. გადავწყვიტეთ, პრაქტიკულად, ყველა საკითხი, რომელსაც აქამდე ვერ აგვარებდნენ ექსპერტები. და, როგორც მეგობრებში ხდება ხოლმე, მივაღწიეთ კომპრომისს, რომელიც მისაღებია როგორც ყაზახეთის, ისე რუსეთის ფედერაციისათვის”.
ვლადიმირ პუტინი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაწარბაევი შეთანხმდნენ აგრეთვე ყაზახეთში ბუნებრივი გაზის სიდიდით მეორე საბადოს ერთობლივ ათვისებაზე. მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე სხვა შეთანხმებასაც.
XS
SM
MD
LG