Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა 9-კაციანი ეკონომიკური საბჭო,

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა 9-კაციანი ეკონომიკური საბჭო,
რომელსაც თვით პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, შესაბამის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ორშაბათს საღამოს. საბჭოს ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებაა. საბჭოს წევრები არიან გამოცდილი ეკონომისტები, მათ შორის რომან გოცირიძე, მიხეილ ჯიბუტი, ვლადიმერ პაპავა, ირაკლი კორძანაძე.
XS
SM
MD
LG