Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის


ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას აქვს თავდასხმის მოგერიების უნარი.

ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას აქვს თავდასხმის მოგერიების უნარი.
ადგილობრივი მასმედიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში მინისტრი ალი შამხანი აღნიშნავს, რომ “ვერც ერთი ქვეყანა ირანზე იერიშს ვერ მიიტანს, ვინაიდან არა აქვს ზუსტი ინფორმაცია ირანის სამხედრო აღჭურვილობაზე." ეს კომენტარი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გუშინდელ განცხადებას, რომ მას (ბუშს) ურჩევნია ირანთან დაპირისპირების დიპლომატიური გზით მოგვარება, მაგრამ არ გამორიცხავს არც სამხედრო აქციას. აშშ ირანს ადანაშაულებს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG