Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტულუზში გაიმართა მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო


ტულუზში გაიმართა მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავის, Airbus “A 380” -ის ოფიციალური პრეზენტაცია.

ტულუზში გაიმართა მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავის, Airbus “A 380” -ის ოფიციალური პრეზენტაცია.
ეს გიგანტური თვითმფრინავი 850-მდე მგზავრს იტევს. ცერემონიაზე მიწვეულ 5 000-მდე სტუმარს შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ბრიტანეთისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრები. აი, რა თქვა თვითმფრინავის პრეზიდენტაციის ცერემონიაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა: [ბლერის ხმა] “ახალი თვითმფრინავი არის სიმბოლო ეკონომიკური სიძლიერის, ტექნოლოგიური ინოვაციის, მის შექმნაში მონაწილეების მონდომებისა და, უწინარეს ყოვლისა, რწმენისა, რომ ჩვენ შეგვიძლია გლობალურ ბაზარზე კონკურენციიაში მონაწილეობა და გამარჯვების მოპოვება”. გაყიდულია ახალი მოდელის 149 თვითმფრინავი. ფრენის დაწყება მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. "ეარბასი" ევროპული კომპანიაა, აშშ-ის "ბოინგის" მთავარი კონკურენტი.
XS
SM
MD
LG