Accessibility links

ერაყში მეამბოხეებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს


ერაყში მეამბოხეებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს, მათს შორის იერიშები 30-ი იანვრის არჩევნებისათვის განკუთვნილ ობიექტებზე, უშიშროების ძალებზე, შიიტებზე.

ერაყში მეამბოხეებმა რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს, მათს შორის იერიშები 30-ი იანვრის არჩევნებისათვის განკუთვნილ ობიექტებზე, უშიშროების ძალებზე, შიიტებზე.
ბაღდადში თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანით მიიტანა იერიში ერაყში წამყვანი შიიტური პოლიტიკური პარტიის ოფისზე. მძღოლის გარდა ორი ადამიანი დაიღუპა. ერაყის პრემირმა ალავიმ თქვა დღეს, რომ მისი მთავრობის მთავარი საქმე არჩევნების დროს უსაფრთხოება იქნება. მისივე თანახმად, საჭირო გახდება საზღვრების გამაგრება, რათა უცხოეთიდან შეირაღებულ პირთა შესვლა არ მოხდეს.
(ალავის ხმა) “უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს ჩვენთანაც და გარედან შემოსულ ტერორიზმსაც და დავიცვათ საზღვრები, რათა აღვკვეთოთ ჩვენს ქვეყანაში დამნაშავეთა უცხოეთიდან შემოსვლა”.
დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ერაყში, შესაძლოა, სამოქალაქო ომმა იფეთქოს, თუ 30 იანვრის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ ერაყელი სუნიტები. სუნიტები უმცირესობაში არიან, ერაყში მუსლიმანების უმრავლესობას კი შიიტები შეადგენენ. როგორც იუწყებიან, ერაყი აპირებს საზღვრების ჩაკეტვას, კომენდანტის საათის გამოცხადებას და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ზომები, რომელთა შესახებ ერაყის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა ისაუბრა, ამომრჩევლების უსაფრთხოებას ემსახურება და 29-დან 31 იანვრამდე იმოქმედებს. გადაადგილებაზე შეზღუდვები არ გავრცელდება მუსლიმანთათვის წმინდა ქალაქ მექიდან შინ დაბრუნების მსურველ მლოცველებზე.
XS
SM
MD
LG