Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ


აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა იკისრა ბაღდადში,

აბუ მუსაბ ზარყავის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ პასუხისმგებლობა იკისრა ბაღდადში,
ავსტრალიის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმისთვის. ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამ ქვეყნის არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა. სულ ბაღდადში თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა დღეს ორი დანაღმული ავტომანქანა ააფეთქეს. ამ ორი აფეთქების შედეგად, ზოგიერთი ცნობის თანახმად, 26 ადამიანი დაიღუპა. სხვა ცნობებში დაღუპულთა რიცხვი უფრო ნაკლებია. დღესვე ერაყის დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ ოქტომბერში დააკავეს მეამბოხეთა ერთ-ერთი ლიდერი მაჯიდ მაჰმუდ ჰუსეინ ვაშაჰ სამარაი. იმის თაობაზე, თუ რატომ გამოაცხადეს სამარაის დაპატიმრების ამბავი ასეთი დაგვიანებით, არაფერს იტყობინებიან.
XS
SM
MD
LG