Accessibility links

logo-print

“ჭიათურმანგანუმი”, “ვარციხჰესი” და “ტყიბულნახშირი” რუსულ-ავსტრიული


“ჭიათურმანგანუმი”, “ვარციხჰესი” და “ტყიბულნახშირი” რუსულ-ავსტრიული ერთობლივი ჯგუფის

“ჭიათურმანგანუმი”, “ვარციხჰესი” და “ტყიბულნახშირი” რუსულ-ავსტრიული ერთობლივი ჯგუფის
საკუთრება ხდება. როგორც სამთავრობო-სატენდერო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რუსეთის კომპანია “ევრაზია-ჰოლდინგი” და ავსტრიის “DCM”, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის აქციათა 51 პროცენტის მფლობელია, ახალ შენაძენში 132 მილიონ დოლარს გადაიხდიან. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ალექსი ალექსიშვილის განცხადებით, რუსულ-ავსტრიული ჯგუფი ამ თანხას ახალი აქტივების გადაცემისთანავე, ერთი თვის ვადაში გადაიხდის. “ჭიათურმანგანუმ”-“ვარციხჰესზე” საკუთრების უფლების მოსაპოვებლად იბრძოდა უკრაინის კონცერნი “ინტერპაიპიც”, რომლის წინადადებაც სატენდერო კომისიისთვის ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა. "ინტერპაიპმა" სატენდერო კომისია ტენდენციურობაში დაადანაშაულა. როგორც ამ კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრმა, იგორ შლიონსკიმ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ტენდერი უსამართლოდ ჩატარდა.
XS
SM
MD
LG