Accessibility links

logo-print

აფხაზთა მხარემ გაათავისუფლა ზუგდიდის რაიონიდან


აფხაზთა მხარემ გაათავისუფლა ზუგდიდის რაიონიდან 11 იანვარს გატაცებული კიდევ ერთი ქართველი მძევალი,

აფხაზთა მხარემ გაათავისუფლა ზუგდიდის რაიონიდან 11 იანვარს გატაცებული კიდევ ერთი ქართველი მძევალი,
მურმან ბიგვავა. როგორც პრაიმ-ნიუსი ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება, ბიგვავა ამჟამად უკვე საკუთარ ოჯახთან იმყოფება სოფელ ოტობაიაში. იგი აფხაზებს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული გალის მილიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც სოხუმში გადაიყვანეს და ხელყუმბარის უკანონოდ შენახვის ბრალდებით, რამდენჯერმე დაკითხეს. მურმან ბიგვავას ინფორმაციით, მისი გატაცება ვალდერ ბუტბას კრიმინალურმა დაჯგუფებამ განახორციელა. მისი თქმით, სოხუმის მილიციაში იმყოფება კიდევ ერთი ქართველი მძევალი, 77 წლის მოხუცი მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.
XS
SM
MD
LG