Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ჯორჯ


ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტად მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ჯორჯ ბუშის პრეზიდენტად მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონია.
ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს მთელს მსოფლიოში თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის საბრძოლველად. ბუშმა ამის შესახებ განაცხადა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის წინ, მას შემდეგ რაც ერთგულების ფიცი დადო. ჯორჯ ბუშმა გამოთქვა ასევე რწმენა, რომ ყველა ადამიანს, ყველა ქვეყანაში სურს თავისუფლება. მაგრამ, როგორც მანვე აღნიშნა, შეერთებული შტატები თავის ნებას თავს არ მოახვევს ერებს, რომლებიც სხვა ტრადიციებს მისდევს. ინაუგურაციის ცერემონიას თან ახლდა უშიშროების მკაცრი ზომები. ცერემონიის თვითმხილველების რიცხვი, როგორც იუწყებიან 500 000 ადამიანს აღწევდა. ინაუგურაციის შემდეგ კი აღლუმი გაიმართა.
XS
SM
MD
LG