Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურმა მხარემ ცხინვალის ხელისუფლების პროკურატურაში


ოსურმა მხარემ ცხინვალის ხელისუფლების პროკურატურაში დატყვევებული ქართველი პოლიციელი გოჩა გვიმრაძე გაათავისუფლა.

ოსურმა მხარემ ცხინვალის ხელისუფლების პროკურატურაში დატყვევებული ქართველი პოლიციელი გოჩა გვიმრაძე გაათავისუფლა.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსს ალექსანდრე სუხიტაშვილს, რომელიც ცხინვალში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ოსებმა დაკავებული პოლიციელებისთვის - გვიმრაძისა და ვლადიმერ ჩალაურისათვის - ჩამორთმეული "ნივის" მარკის ავტომანქანაც გადასცეს. ხოლო ჩალაური, რომელიც შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერედვის განყოფილების უფროსია, ტყვეობაში რჩება. მოლაპარაკებები მის გამოსახსნელად ხვალ განახლდება. ჩალაური და გვიმრაძე ერგნეთის საგუშაგოს მახლობლად წუხელ გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. ოსურმა მხარემ დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა ქართველი ძალოვნების მიერ დაკავებული ალიკ სუხაევის გადაცემა, მაგრამ უარი მიიღო. სუხაევი ორი ქართველის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. იუწყებიან ასევე, რომ ერედვის ქართულ მოსახლეობას მძევლად ჰყავს აყვანილი ეროვნებით ოსი 5 მძევალი. ერედველები ვლადიმერ ჩალაურის გათავისუფლებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG