Accessibility links

logo-print

ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად


ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა, სულ ცოტა, 14, ხოლო დაიჭრა 40-მდე ადამიანი.

ბაღდადში, დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, დაიღუპა, სულ ცოტა, 14, ხოლო დაიჭრა 40-მდე ადამიანი.
დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და ქალები. აფეთქება ბაღდადის შიიტურ მეჩეთთან, პარასკევის ლოცვის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ბოლო დღეებში გახშირდა თავდასხმები შიიტთა მეჩეთებზე და შიიტ სასულიერო პირებზე. შიიტი მაჰმადიანები, რომლებიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს რეპრესიებს განიცდიდნენ, მხარს უჭერენ 30 იანვრისთვის დანიშნული არჩევნების ჩატარებას. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ერაყის მოსახლეობას დღეს ამავე წინაარსის მოწოდებით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადელ ალამიმ. დღესვე, გამთენიისას, ბაღდადის ჩრდილოეთ შემოგარენში, მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა ამერიკელი ჯარისკაცი. კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
XS
SM
MD
LG