Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ერგნეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიიდან


დასრულდა ერგნეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ქართველი მძევლის

დასრულდა ერგნეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული ქართველი მძევლის
გათავისუფლების საკითხზე გამართული მოლაპარაკების პირველი ეტაპი. ქართველი მძევალი ჯერჯერობით ოსთა მხარის ტყვეობაში რჩება. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსზე დაყრდნობით, "ინტერ-პრესის" სააგენტო იუწყება, რომ ოსებისა და რუსეთის მხარეებთან მოლაპარაკება გაგრძელდება. ორი ქართველი მძევალი - შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერედვის განყოფილების უფროსი ლადო ჩალაური და მისი ხელქვეითი გოჩა გვიმრაძე ოსი ეროვნების შეიარაღებულმა პირებმა გუშინ, ერგნეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. გატაცებულთა გათავისუფლების სანაცვლოდ ოსთა მხარემ ქართველი ძალოვნების მიერ ორი ქართველის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ალიკ სუხაევის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. გუშინ გვიმრაძე გაათავისუფლეს, ჩალაური კი ტყვეობაში რჩება.
XS
SM
MD
LG