Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მთავრობა მიესალმა შეერთებული შტატების


გერმანიის მთავრობა მიესალმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის

გერმანიის მთავრობა მიესალმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის
საინაუგურაციო განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი მთავრობა სხვა ქვეყნებს დემოკრატიისკენ მიმავალი გზის მოძებნაში დაეხმარება. იაპონიის განცხადებით, იგი მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობას ბუშის მთავრობასთან, ხოლო პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა შეიხ რაშიდ აჰმედმა ჯორჯ ბუშს "პაკისტანის საუკეთესო მეგობარი" უწოდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაციის სათავეში ბუშის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დასუსტებული დოლარის გამყარება იქნება. გუშინდელ ინაუგურაციას გამოეხმაურა ჩრდილოეთი კორეაც, რომელმაც ბუშს "დემოკრატიის დამაქცეველი" უწოდა.
XS
SM
MD
LG