Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ძირფესვიანად


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ძირფესვიანად გარდაიქმნას სახელმწიფო

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ძირფესვიანად გარდაიქმნას სახელმწიფო
უშიშროების სისტემის საქმიანობა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის კოლეგიაზე გამოსვლისას, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა იმ პირთა საფუძვლიანი და დასაბუთებული სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობას, რომლებიც მონაწილეობენ ტერაქტების მომზადებასა და განხორციელებაში, მათ შორის უცხოეთში. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "დღეს სტრატეგიულად აუცილებელია არა მარტო ეფექტიანად დავუპირისპირდეთ საკუთრივ ტერორის აქტებს, არამედ ავაწყოთ ანალიტიკური მუშაობა, ვიმოქმედოთ პრევენციულად. აუცილებელია, დროულად გამოვავლინოთ პოტენციური კონფლიქტების კერები, ისეთი სიტუაციები, რომლებსაც ტერორიზმისა და ექსტრემიზმის იდეოლოგები ეროვნული და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად იყენებენ." გენერალური პროკურატურის კოლეგიის სხდომებს რუსეთის პრეზიდენტი ყოველწლიურად ესწრება.
XS
SM
MD
LG