Accessibility links

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ


უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ 21 იანვარს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიკტორ

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ 21 იანვარს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიკტორ
მედვედჩუკისა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ვლადიმირ რადჩენკოს განცხადებები გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა. კუჩმამ ასევე გაათავისუფლა მედვედჩუკის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ოთხი გუბერნატორი. ვიკტორ მედვედჩუკი კუჩმას მერე უკრაინაში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ოპოზიცია სხვებთან ერთად მასაც სდებდა ბრალს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების იანუკოვიჩის სასარგებლოდ გაყალბებაში. შეგახსენებთ უკრაინის ახალი პრეზიდენტის – ვიკტორ იუშჩენკოს ინაუგურაცია კვირას ჩატარდება.
XS
SM
MD
LG