Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის


უკრაინის პარლამენტში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ინაუგურაცია გაიმართა.

უკრაინის პარლამენტში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს ინაუგურაცია გაიმართა.
იუშჩენკომ ერთგულების ფიცი დადო ცერემონიაზე, რომელსაც მრავალი ქვეყნის უმაღლესი რანგნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათს შორის იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
გთავაზობთ ნაწყვეტს პარლამენტში ვიქტორ იუშჩენკოს გამოსვლიდან: [იუშჩენკოს ხმა] “მე, ვიქტორ იუშჩენკო, ხალხის მიერ არჩეული უკრაინის პრეზიდენტად, ვფიცავ, რომ ერთგულად მოვემსახურები უკრაინას და პირობას ვდებ, რომ მთელს ჩემს უნარს მოვახმარ უკრაინის სუვერენობისა და დამოუკიდებლობის დაცვას, უკრაინელი ხალხის სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვას, მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ჩემს პასუხისმგებლობაში შემავალი მოვალეობების შესრულებას ყველა თანამოქალაქის ინტერესების შესატყვისად, მსოფლიოში უკრაინის პოზიციის გასაუმჯობესებლად”. უკრაინის ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, პარლამენტში ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. შემდეგ იუშჩენკომ კიევში ცენტრში შეკრებილ ათასობით მომხრეს მიაშურა და მათ უთხრა, რომ პრეზიდენტის მიზანია ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება.
XS
SM
MD
LG