Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ერგნეთის საგუშაგოსთან


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ერგნეთის საგუშაგოსთან დღესაც გაიმართა

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ერგნეთის საგუშაგოსთან დღესაც გაიმართა
ქართული მოსახლეობის საპროტესტო აქცია ოსების მიერ გატაცებული ვლადიმერ ჩალაურის გათავისუფლების მოთხოვნით. ოსური მხარე კი ჩალაურის გათავისუფლების სანაცვლოდ ყველა ოსი მძევლის, მათ შორის ორი ქართველის მკვლელობისთვის დაკავებული ალიკ ფუხაევის გადაცემას მოითხოვს. ფუხაევის გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომლის შესრულებაზეც ქართული მხარე უარს ამბობს. საღამო ხანს ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია შეწყვიტა, მაგრამ ხვალ მის განახლებას აპირებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამინისტრო არ დაუშვებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების ესკალაციას და ყველაფერს გააკეთებს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის.
XS
SM
MD
LG