Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 15-მა ავტორიტეტიანმა ეკონომისტმა საჯარო


ირანში 15-მა ავტორიტეტიანმა ეკონომისტმა საჯარო გაფრთხილებით მიმართა პარლამენტს

ირანში 15-მა ავტორიტეტიანმა ეკონომისტმა საჯარო გაფრთხილებით მიმართა პარლამენტს
ეკონომიკის სფეროში მისი გადაწყვეტილებების “დესტრუქციულობის" გამო. პარლამენტში გადამწყვეტ სიტყვას კონსერვატიული ძალები ამბობენ. ღია წერილში, რომელსაც სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო "ისნა" ავრცელებს, ცნობილი ეკონომისტები ლაპარაკობენ “ინფლაციის გაკონტროლებისაკენ მიმართულ ზედაპირულ ზომებზე” და პარლამენტარებს მოუწოდებენ, არ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელთაც "გრძელვადიანი დესტრუქციული შედეგები მოჰყვება”. იანვარში ირანის პარლამენტმა (მაჯლისმა) მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ფასების ნაწილის გაყინვას - ლაპარაკია საწვავის, წყლის, კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების ფასებზე. ამ ნაბიჯით პარლამენტარებს ინფლაცის გაკონტროლების იმედი აქვთ.
XS
SM
MD
LG