Accessibility links

logo-print

მაკედონიის პრეზიდენტმა ბრანკო ცრვენკოვსკიმ "შანტაჟს"


მაკედონიის პრეზიდენტმა ბრანკო ცრვენკოვსკიმ "შანტაჟს" შეადარა საბერძნეთის განცხადება,

მაკედონიის პრეზიდენტმა ბრანკო ცრვენკოვსკიმ "შანტაჟს" შეადარა საბერძნეთის განცხადება,
რომ მაკედონიამ, თუ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, სახელწოდება "მაკედოინიაზე" უარი უნდა თქვას. ცრვენკოვსკიმ ბერძნულ გაზეთ "კატიმერინისთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ საბერძნეთი ზეწოლისათვის იყენებს თავის პოზიციას ევროკავშირსა და ნატოში. ათენი შიშობს, რომ მეზობელი მაკედონიის სახელწოდების გამო არ არის გამორიცხული, რომ მან პრეტენზია გამოთქვას საბერძნეთის ამავე სახელწოდების პროვინციაზე. საბერძნეთის მოთხოვნით, გაერო და ევროკავშირი მაკედონიას ამჟამად მოიხსენიებენ დროებითი ფორმით, როგორც “ყოფილ იუგოსლავურ რესპუბლიკა მაკედონიას”. საბერძნეთი და მაკედონია სახელწოდების სადავო საკითხზე 1995 წლიდან აწარმოებენ მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG