Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნის


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წამოაყენა
ოპოზიციის ცნობილი ლიდერის იულია ტიმოშენკოს კანდიდატურა. ვიდრე ამ კანდიდატურას უკრაინის პარლამენტი განიხილავდეს, ტიმოშენკო პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. დღესვე, პრეზიდენტმა სახელმწიფო მინისტრად ალექსანდრ ზინჩენკო დანიშნა, ხოლო სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნად - პეტრო პოროშენკო. ბრძანებულებებს ამ დანიშვნების შესახებ ვიქტორ იუშჩენკომ რუსეთში გამგზავრებამდე მოაწერა. დღესვე იგი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ამ ვიზიტთან დაკავშირებით იუშჩენკომ განაცხადა:[იუშჩენკოს ხმა] "პრინციპულად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის ნიშანი ჩვენი ურთიერთობისადმი ღრმა პატივისცემისა. მინდა აღვნიშნო, რომ მუდამ ვიზიარებდით აზრს და დღესაც ამ აზრზე ვდგავართ: რუსეთი ჩვენი სამარადისო სტრატეგიული პარტნიორია."
XS
SM
MD
LG