Accessibility links

ადამიანის უფლებების დამცველ ავტორიტეტიან ორგანიზაცია


ადამიანის უფლებების დამცველ ავტორიტეტიან ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" განცხადებით,

ადამიანის უფლებების დამცველ ავტორიტეტიან ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" განცხადებით,
ერაყის უშიშროების ძალებში გავრცელებულია ადამიანების თვითნებურად დაკავებისა და დაკავებულების წამების შემთხვევები. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ერაყის გარდამავალი პერიოდის მთავრობა, როგორც ჩანს, ან აქტიურად მონაწილეობს, ან კიდევ, სულ მცირე, "თანამონაწილეობს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მძიმე დარღვევებში”. "ჰუმან რაითს უოჩი" აღნიშნავს ასევე, რომ არც აშშ-სა და არც ბრიტანეთს საჯაროდ არ გამოუთქვამთ შეშფოთება შექმნილი ვითარების გამო. ერაყში ადამიანის უფლებების სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, დაწყებულია დაკავებულთა მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხების მასშტაბური გამოძიება. ლონდონში საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ შეისწავლის "ჰიუმან რაითს უოჩის" ანგარიშს.
XS
SM
MD
LG