Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლების საგარეო უწყება


აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლების საგარეო უწყება საქართველოს ლიდერებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს

აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლების საგარეო უწყება საქართველოს ლიდერებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს
და ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს ინტერესებში შედის. ამის შესახებ ნათქვამია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სოხუმმა გაავრცელა სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სააკაშვილი სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების წინადადებით გამოვა. სოხუმის საგარეო უწყების განცხადებაში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ "საქართველოში, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, აფხაზეთთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეიმჩნევა". თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყების შეფასებით, "გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მეტ სტაბილურობას მოუტანს რეგიონს, ვიდრე საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის შეყვანის მცდელობა", ვინაიდან "ამგვარი მცდელობა კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევდა", იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი".
XS
SM
MD
LG