Accessibility links

logo-print

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერედვის


შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერედვის განყოფილების უფროსის ლადო ჩალაურის ექვსდღიანი ტყვეობა დასრულდა.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ერედვის განყოფილების უფროსის ლადო ჩალაურის ექვსდღიანი ტყვეობა დასრულდა.
ის წუხელ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ცხინვალში გაიმართა შერეული ოთხმხრივი საკონტროლო კომისიის სხდომა. მის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ გაათავისუფლა ოსი ეროვნების ორი მძევალი, გიორგი ხუბეჟოვი და ლევან ხაბალოვი, რომლებიც ქართულმა მოსახლეობამ ჩალაურის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ აიყვანა. მაგრამ, ჩალაურის გათავისუფლების მიუხედავად, რეგიონში ვითარება არ განმუხტულა. დიდი ლიახვის ხეობაში ორი ხალხმრავალი აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ორი ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალიკ ფუხაევის რუსი სამშვიდობოებისათვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოითხოვენ რამდენიმე თვის წინ დაკარგული ელდარ კახნიაშვილის ძებნის განახლებას.
XS
SM
MD
LG