Accessibility links

logo-print

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ
უარყო თბილისის წინადადება, დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე უარის სანაცვლოდ რეგიონს ფართო ავტონომია მიანიჭოს. ახალი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გამოთქვა. სააკაშვილის განცხადებით, თბილისი მზად არის ცხინვალის რეგიონს ფართო ავტონომია მიანიჭოს, შესაბამისი საკონსტიტუციო გარანტიებით. პრეზიდენტის თქმით, ეს ავტონომია ბევრად უფრო სამართლიანი და ფართო იქნება, ვიდრე საბჭოთა პერიოდში იყო. მაგრამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ უარყო სააკაშვილის წინადადება. [კოკოითის ხმა] "დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, გამხდარიყო ოსეთის გმირი - სტრასბურგის ტრიბუნიდან ეღიარებინა სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. როგორც დემოკრატი, ის მნიშვნელოვნად აიმაღლებდა თავის აქციებს, რადგან თავის წინამორბედთა პასუხისმგებლობის აღიარებით იგი მართლაც წინ გადადგამდა ნაბიჯს. ხოლო ოსი ხალხი მას თავის გმირად აღიარებდა და მას ცხინვალში ვარდების თაიგულებით შეეგებებოდა."
XS
SM
MD
LG