Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის


დღეს ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალური პირები

დღეს ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალური პირები
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონისა და პალესტინელთა ლიდერის, მაჰმუდ აბასის შესაძლო შეხვედრის განსახილველად შეიკრიბნენ. აბასის ინაუგურაციის შემდეგ ეს ორ მხარეს შორის გამართული პირველი პოლიტიკური შეხვედრა იყო. მოლაპარაკებებში პალესტინელთა დელეგაციის ხელმძღვანელის, საებ ერექათის თქმით, შარონისა და აბასის შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით არ დანიშნულა. ერექათმა დასძინა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ, საქმიან ატმოსფეროში ჩატარდა. თუ შარონისა და აბასის შეხვედრა შედგა, იგი ამ რანგის პირველი შეხვედრა იქნება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. აქამდე შარონი უარს ამბობდა აბასის წინამორბედთან, აწ გარდაცვლილ იასირ არაფატთან ყოველგვარ მოლაპარაკებაზე.
XS
SM
MD
LG