Accessibility links

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა გათავისუფლების


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა გათავისუფლების 60 წლისთავის აღსანიშნავად 27 იანვარს პოლონეთში მსოფლიოს არაერთი ლიდერი ჩავიდა.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა გათავისუფლების 60 წლისთავის აღსანიშნავად 27 იანვარს პოლონეთში მსოფლიოს არაერთი ლიდერი ჩავიდა.
მათ შორის იყვნენ ისრაელის პრეზიდენტი მოშე კაცავი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, გერმანიის პრეზიდენტი ჰორსტ კიოლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. პოლონეთის დედაქალაქში ჩავიდა აგრეთვე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. ცერემონია სოფელ ბჟეჟინკაში მატარებლის ხმით დაიწყო. ამის შემდეგ კი ოსვენციმი-ბირკენაუს ყოფილმა ტუსაღებმა წარულის საშინელი დღეები გაიხსენეს. კრაკოვში მიმდინარე ცერემონია კი ისრაელის პრეზიდენტმა მოშე კაცავმა გახსნა. მან მსოფლიოს ახალგაზრდობას რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ დიალოგისკენ მოუწოდა. კაცავმა აღნიშნა, რომ ჰოლოკოსტიდან 60 წლის შემდეგ მსოფლიო ანტისემიტიზმის ხელახალი აღზევების მაგალითების მოწმე გახდა. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ კრაკოვში გამოსვლისას განაცხადა: [ჩეინის ხმა] "ეს ცერემონია შეგვახსენებს, რომ ანტისემიტიზმი იწყება სიტყვებით, მაგრამ იშვითად მთავრდება სიტყვებით. ამიტომ შეუწყნარებლობისაYდა სიძულვილის შესახებ სიტყვიერ გამოსვლებს მანამდე უნდა აღვუდგეთ წინ, სანამ ის სისასტიკეში გადაიზრდება". კრაკოვში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა: [პუტინის ხმა] "ამ დაავადების სპორები, სამწუხაროდ, არ არის განადგურებული და ჩვენ არასაკმარისად ეფექტიანად ვმუშაობთ. ჩვენს ქვეყანაში – რუსეთშიც კი, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ფაშიზმზე გამარჯვებისთვის, ყველაზე მეტი გააკეთა ებრაელი ხალხის გადასარჩენად, ჩვენს ქვეყანაშიც კი დღეს დროდადრო მოწმე ვხდებით ამ დაავადებათა გამოვლინებისა და მეც მცხვენია ამის". პუტინმა პატივი მიაგო საბჭოთა ჯარებსაც, რომლებმაც გაათავისუფლეს ოსვენციმის ტყვეები.
XS
SM
MD
LG