Accessibility links

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელს


პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელს ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შეერთებული

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელს ცეცხლის ორმხრივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს. შეერთებული
შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უილიამ ბერნსთან შეხვედრის შემდეგ რამალაში გამოსვლისას მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურთ პალესტინასაც და ისრაელსაც. მაგრამ აბასმა განაცხადა ისიც, რომ მას არ ესმის რატომ უნდა დაყოვნდეს ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მაჰმუდ აბასმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე შეიპირა რადიკალური დაჯგუფებები "ჰამასი" და "ალ-აყსას წამებულთა ბრიგადები". გასულ კვირაში შემცირდა პალესტინელთა მხრიდან თავდასხმების შემთხვევები. პალესტინის უშიშროების ძალების ათასობით წარმომადგენელი მობილიზებულია იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ, აღკვეთონ ისრაელის მიმართულებით ნაღმების გასროლას. პალესტინის რადიკალურ დაჯგუფებათა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ოფიციალურად დათანმხდებიან ცეცხლის შეწყვეტას, თუკი ისრაელი შეწყვეტს სამხედრო ოპერაციებს დაპყრობილ ტერიტორიებზე და დაიწყებს ისრაელის ციხეებში მყოფი 8000-მდე პალესტინელის გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG