Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დანიშნულების რაზმებმა და პოლიციამ ყაბარდო-ბალყარეთში

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დანიშნულების რაზმებმა და პოლიციამ ყაბარდო-ბალყარეთში
შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაცია დაასრულეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალეკსეი პოლიანსკის განცხადებით, მოკლულია 8-დან 7 შეიარაღებული პირი. ხელისუფლების მხარე გუშინ ჩაბარებას სთავაზობდა იმ ჯგუფის წევრებს, რომლებიც სამშაბათიდან ალყაშემორტყმულ შენობაში იმყოფებოდნენ. დღეს კი შეტევა განახორციელეს. შენობაში, სადაც შეიარაღებული პირები იცავდნენ თავს, იმყოფებოდა ორი ქალი და ბავშვი. ერთ-ერთი ქალი და ბავშვი დაიღუპნენ. დაიჭრა ორი რუსი პოლიციელი. როგორც ვარაუდობენ, შეიარაღებული ჯგუფის წევრები ჩეჩენი სეპარატისტები იყვნენ, რომლებიც გასული წლის დეკემბერში ყაბარდინო-ბალყარეთის ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურს დაესხნენ თავს და დიდი რაოდენობით იარაღი გაიტაცეს. ჩეჩენთა ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაციის დროს დაღუპულები ჩეჩნეთში მებრძოლი დაჯგუფების – "ჯამაათ იარმუკის" წევრები იყვნენ.
XS
SM
MD
LG