Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის 26 იანვრის გამოსვლას


მიხეილ სააკაშვილის 26 იანვრის გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა

მიხეილ სააკაშვილის 26 იანვრის გამოსვლას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროც გამოეხმაურა. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე ცხინვალი. თავის მხრივ რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ პრინციპულად მიაჩნია, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალადობის დაგმობა. თუმცა, იმავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს სააკაშვილის მიერ აფხაზეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე, კერძოდ როცა სოხუმს მოლაპარაკებებზე უარის თქმაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG