Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელმა ემიგრანტებმა მსოფლიოს 14 ქვეყანაში


ერაყელმა ემიგრანტებმა მსოფლიოს 14 ქვეყანაში დაიწყეს მონაწილეობა საყოველთაო არჩევნებში.

ერაყელმა ემიგრანტებმა მსოფლიოს 14 ქვეყანაში დაიწყეს მონაწილეობა საყოველთაო არჩევნებში.
თვით ერაყში ეს არჩევნები კვირას, 30 იანვარს იმართება. უცხოეთში მცხოვრებმა 280 000-ზე მეტმა ერაყელმა გაიარა რეგისტრაცია გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით. ერაყში კი გარდამავალი პერიოდის მთავრობამ კვირის არჩევნებთან დაკავშირებით უშიშროების დამატებითი ზომები მიიღო: შეზღუდა ტრანსპორტის მოძრაობა მეამბოხეების იერიშების აღსაკვეთად. და მაინც, დღეს მაქანაში ჩადებული ბომბი აფეთქდა ბაღდადში, პოლიციის სადგურთან. დაიღუპა 4 ერაყელი სამოქალაქო პირი. ბოლო სამი დღის მანძილზე, მეამბოხეების იერიშებმა სულ მცირე 48 ერაყელისა და 7 ამერიკელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG