Accessibility links

logo-print

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს


ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ შეიცვალოს საქართველოს

ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ შეიცვალოს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების ამჟამინდელი სისტემა, რომელმაც, კომისიის დელეგაციის წევრების თქმით, ევროპის ქვეყნეში გაამართლა. ამ საკითხზე საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებმა დღეს საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრისას ისაუბრეს. უცხოელი ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ ცვლის საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესს. მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრს თავად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. მოქმედი კონსტიტუციით კი საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, სამ წევრს - საქართველოს პრეზიდენტი და სამს - უზენაესი სასამართლო.
XS
SM
MD
LG