Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის


ავღანეთის ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე სიმა სამარმა

ავღანეთის ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის თავმჯდომარე სიმა სამარმა
დღეს ქვეყანას მოუწოდა, გაიაზროს წარსულში მომხდარი საშინელი ქმედებები. მან 20 წლის წინანდელ ომში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და ადამიანის უფლებების დამრღვევთა საზოგადოებრივი პოსტებიდან გათავისუფლება მოითხოვა. ავღანეთის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესმა ოფიცერმა განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია სამართლის დამყარების გარეშე. დღესვე სამარმა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადამიანის უფლებების შესახებ ახალი ანგარიში წარუდგინა. ეს ანგარიში მთავრობას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს ავღანეთის რიგითი მოქალაქეების სამართლის სურვილი. კომისია აცხადებს, რომ ანგარიშის შესადგენად კითხვარების და ფოკუს-ჯგუფების მეთოდები იქნა გამოყენებული და ათასობით ავღანელის გამოკითხვა ჩატარდა. გამოკითხულების ორ მესამედზე მეტმა განაცხადა, რომ უსამართლობა და უფლებების დარღვევა მათ უშუალოდ შეეხოთ.
XS
SM
MD
LG