Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში საყოველთაო არჩევნების წინა დღეს


ერაყში საყოველთაო არჩევნების წინა დღეს ძალადობის ახალი ტალღა შედგა. დაიღუპა 17-მდე ადამიანი.

ერაყში საყოველთაო არჩევნების წინა დღეს ძალადობის ახალი ტალღა შედგა. დაიღუპა 17-მდე ადამიანი.
ირანის საზღვართან ახლოს, ქალაქ ხანაკინში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აშშ-ისა და ერაყის უშიშროების ცენტრთან აიფეთქა. ამერიკის სამხედრო უწყებების ცნობით, 3 ერაყელი ჯარისკაცი და 5 მოქალაქე იქნა მოკლული.
აფეთქების შედეგად 3 მოქალაქე დაიღუპა ქალაქ სამარაში. სხვა თავდასხმას ქალაქ დულუიაში კიდევ 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 7 ქალაქში იერიში საარჩევნო უბნებზე იქნა მიტანილი. ძალადობისა და თავდასხმების ეს შემთხვევები ერაყში გამკაცრებული უშიშროების ზომების ფონზე მიმდინარეობს. ერაყის პრეზიდენტმა გაზი იავარმა დღეს განაცხადა, რომ მისი მოლოდინით, ძალადობა ხალხის უმრავლესობის არჩევნებზე მისვლას შეაფერხებს. პრეზიდენტის თქმით, არჩევნებზე ხალხის არმისვლა შიშის შედეგი იქნება და არა იმის, რომ ერაყის მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
XS
SM
MD
LG