Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6


გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6 თვით - 31 ივლისამდე გააგრძელა ორგანიზაციის დამკვირვებელთა მანდატი საქართველოში.

გაეროს უშიშროების საბჭომ კიდევ 6 თვით - 31 ივლისამდე გააგრძელა ორგანიზაციის დამკვირვებელთა მანდატი საქართველოში.
გადაწყვეტილება გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მოხსენების საფუძველზე იქნა მიღებული. როგორც კოფი ანანმა განაცხადა, გაეროს დამკვირვებელთა მისიის არსებობა საქართველოში “სასიცოცხლოდ აუცილებელია”, რათა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომლის შედეგად 300 000 ადამიანი დევნილად იქცა, ახალი ძალით არ გაჩაღდეს. გაეროს უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა და სინანული გამოთქვა აფხაზური მხრიდან თბილისთან მოლაპარაკებებზე უარის გამო. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ორგანიზაცია მიესალმება საქართველოს სწრაფვას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ. გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა კონფლიქტის ორივე მხარეს, საგანგებო ყურადღება დაუთმონ დევნილთა საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების საკითხს.
XS
SM
MD
LG