Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში


პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ჩავიდა. ეს მისი ოფიციალური ვიზიტია რუსეთში. მოსკოვში არსებული

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ჩავიდა. ეს მისი ოფიციალური ვიზიტია რუსეთში. მოსკოვში არსებული
პალესტინის საელჩო ავრცელებს ცნობას, რომ ხვალ, 31 იანვარს აბასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ – ალექსი მეორეს შეხვდება. პალესტინის ლიდერი იასერ არაფატი მოსკოვს ბოლოს 2000 წელს ეწვია. ამდენად მაჰმუდ აბასის ვიზიტს რუსეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რუსეთი შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი შუამავალი გახლავთ. პალესტინის ლიდერი რუსეთში ჩასვლამდე იორდანიასა და ეგვიპტეში იმყოფებოდა, რუსეთის შემდეგ კი თურქეთსა და შვეიცარიაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG