Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში, საკუთარ სახლში 80 წლის


შვეიცარიაში, საკუთარ სახლში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი ეფრაიმ

შვეიცარიაში, საკუთარ სახლში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი ეფრაიმ
კიშონი. კიშონი ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა და 1949 წელს მშობლიური უკრაინიდან ისრაელში წავიდა, სადაც ჯერ გაზეთებში სატირულ ნაწარმოებებს აქვეყნებდა, მოგვიანებით კი წიგნების წერას მიჰყო ხელი, რომლებშიც ებრაელთა ახალი სახელმწიფოს ცხოვრება იყო გაშარჟებული. გასული საუკუნის სამოციან წლებში ეფრაიმ კიშონმა კინოში სცადა ბედი. მისი წიგნები 37 ენაზეა თარგმნილი და განსაკუთრებულ პოპულარობას გერმანულენოვან ქვეყნებში მიაღწია.
XS
SM
MD
LG