Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სრული სიცრუეა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სრული სიცრუეა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ქართულმა მხარემ თქვა უარი მოლაპარაკებებზე და რომ სწორედ აფხაზურმა მხარემ ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვიტა მოლაპარაკებები. ქართული მხარე მზად არის ნებისმიერ დროს განაახლოს მოლაპარაკებები აფხაზეთში დევნილთა დაბრუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ. "საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის სთავაზობდა აფხაზეთს ფართო ავტონომიას და აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეროვნების ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრადიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG