Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე გადაიდო


გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე გადაიდო სლობოდან მილოშევიჩის საქმის განხილვა

გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე გადაიდო სლობოდან მილოშევიჩის საქმის განხილვა
მისი გრიპით ავადმყოფობის გამო. იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ავადმყოფობს მას შემდეგ, რაც ჰააგაში განთავსებული ტრიბუნალი ამ 3 წლის წინ შეუდგა მისი საქმის განხილვას. ამიტომ გაეროს ტრიბუნალმა მილოშევიჩის ორი ვექილი დაუნიშნა, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ სასამართლო პროცესი ძალიან არ გაწელოს. ნოემბერში მილოშევიჩმა ისევ დაიბრუნა საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ თუ მან დიდხანს იავადმყოფა, სასამართლომ შესაძლოა ორ ვექილს დაავალოს მილოშევიჩის დაცვა ბრალდებულის სასამართლოში არ-ყოფნისას.
XS
SM
MD
LG