Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გრძელდება კვირას გამართულ საყოველთაო


ერაყში გრძელდება კვირას გამართულ საყოველთაო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა.

ერაყში გრძელდება კვირას გამართულ საყოველთაო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დათვლა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც ჩანს, არჩევნებში შიიტური უმრავლესობის წარმომადგენლები გაიმარჯვებენ. მათ უკვე განაცხადეს, რომ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა სუნიტებმაც. შიიტური კოალიციის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა აბდულ აზიზ ჰაკიმმა აღნიშნა, რომ ახალ მთავრობაში მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლები უნდა შევიდნენ. [აბდულ აზიზ ჰაკიმის ხმა] "ჩვენ ყველას ვესაუბრებით, მასუდ ბარზანისა და ჯალალ თალაბინის ქურთულ ჯგუფებს, სუნიტებსა თუ სხვა ძალებს. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ. მათთან უნდა ვითანამშრომლოთ. გვსურს თანამშრომლობა იმათთანაც კი, ვისაც საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. გვინდა, აგრეთვე, ისინი კონსტიტუციის წერის პროცესში ჩავაბათ." დღესვე ერაყის გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტმა ღაზი იავარმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის, შესაძლოა, შემცირდეს ერაყში უცხოელი სამხედროების რიცხვი. თუმცა, მანვე დასძინა, რომ აზრი არა აქვს ერაყიდან უცხოური ჯარების გაყვანის მოთხოვნას, როცა ქვეყანაში ქაოსი და ძალაუფლების ვაკუუმია. იავარმა დასძინა, რომ ერაყში მყოფ 170 000-მდე უცხოელ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია დარჩეს ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ ვითარების გამოსწორებამდე და ტერორისტების კერების განადგურებამდე.
XS
SM
MD
LG