Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ხელისუფლება დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს


გერმანიის ხელისუფლება დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ანტისემიტიზმს

გერმანიის ხელისუფლება დაუნდობელ ბრძოლას გამოუცხადებს ანტისემიტიზმს
- ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰორსტ კიოლერმა, რომელიც ისრაელს ეწვია. მისი ვიზიტი უკავშირდება ისრაელსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-40 წლისთავს. გერმანიის პრეზიდენტი მოინახულებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს - იად ვაშემს, სიტყვას წარმოთქვამს ისრაელის პარლამენტში და შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონს. დღეს კიოლერი ისრაელის პრეზიდენტს მოშე კაცავს შეხვდა.
XS
SM
MD
LG