Accessibility links

logo-print

გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებს ქვეყანაში


გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებს ქვეყანაში პანიკის დათესვა

გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებს ქვეყანაში პანიკის დათესვა
და სერიოზული დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ. ასეთი განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანიამ. მთავრობის სხდომაზე მან დასძინა, რომ საქართველოს მთავრობას ამ ძალების საპასუხოდ კონსოლიდაცია და ეფექტიანი ქმედებების განხორციელება ჰმართებს. ჟვანიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს საფუძველი, ტერაქტის ორგანიზატორთა შორის ქართული ან ოსური დაჯგუფებების კვალი ვეძებოთ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავას გორში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებად საქართველოსადმი მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნების ძალები ესახება. მისი ვარაუდით, ტერაქტი ქვეყნის გარეთ დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები არიან ის ძალები, ვისთვისაც მიუღებელია საქრთველოს გააქტიურება და მნიშვნელოვანი როლი დღევანდელ მსოფლიოში. გუშინ გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა სამი, ხოლო დაიჭრა 23 ადამიანი.
XS
SM
MD
LG