Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი იოანე პავლე მეორე


რომის პაპი იოანე პავლე მეორე საავადმყოფოში მოათავსეს რესპირატორული დაავადების გამწვავების გამო.

რომის პაპი იოანე პავლე მეორე საავადმყოფოში მოათავსეს რესპირატორული დაავადების გამწვავების გამო.
ვატიკანის წარმომადგენლის ცნობით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მდგომარეობა სტაბილურია. მას ეყო ძალა საიმისოდ, რათა საავადმყოფოს პალატაში წირვა ჩაეტარებინა.
აი, რა თქვა საავადმყოფოს წარმომადგენელმა, ნიკოლა ჩერბინომ: [ნიკოლა ჩერბინოს ხმა] "რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სუნთქვის პრობლემა ჰქონდა. მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მდგომარეობა სტაბილური გახდა. გულის ფუნქციისა და ნივთიერებათა ცვლის პარამეტრები ნორმის ფარგლებშია." იოანე პავლე მეორეს, რომელსაც 84 წელი შეუსრულდა, პარკინსონის დაავადება აქვს. კვირას მას გრიპი შეეყარა.
XS
SM
MD
LG