Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ერაყელ მეამბოხეთა


ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ერაყელ მეამბოხეთა თავდასხმების შედეგად,

ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ერაყელ მეამბოხეთა თავდასხმების შედეგად,
სხვადასხვა ინციდენტებში, ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმრავლესობას პოლიციელები და ერაყელი სამხედრო მოსამსახურეები შეადგენენ. თავდასხმები მოხდა ქალაქებში ბაქუბაში, ჰილასა და თამიაში, აგრეთვე ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ დულუიაში. ამასობაში გრძელდება კვირას გამართულ საყოველთაო არჩევნებზე მიცემული ხმების დათვლა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დათვლა რამდენიმე დღეში დასრულდება.
XS
SM
MD
LG