Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის სამუდამო პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა


თურქმენეთის სამუდამო პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა გამოთქვა წინადადება,

თურქმენეთის სამუდამო პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა გამოთქვა წინადადება,
2008 ან 2009 წელს ქვეყნის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები გაიმართოს. პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას, ნიაზოვმა განაცხადა: [საფარმურად ნიაზოვის ხმა] "საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, თუ ღვთის ნებაც იქნა. გვეყოლება, სულ ცოტა, სამი ან ოთხი კანდიდატი. მათ უფლება ექნებათ, პრეზიდენტის პოსტზე, ყველაზე მეტი, ორი ვადით დარჩნენ, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს." 1999 წელს საფარმურად ნიაზოვი თურქმენეთის სამუდამო პრეზიდენტად გამოაცხადეს. მას შემდეგ იგი სისტემატურად გამოთქვამს წინადადებას, უახლოესი ხუთი წლის მანძილზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
XS
SM
MD
LG