Accessibility links

logo-print

საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის


საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები

საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები
განიხილეს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა. სიმონსი თბილისს ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. როგორც მან ჟურნალისტებს აცნობა, მისი სტუმრობის მიზანია დიალოგის განახლება საქართველოსა და ნატოს შორის ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამასთან დაკავშირებით. ამასთან, გასარკვევია ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ პროგრამაში ნატოსთან და საქართველოსთან ითანამშრომლებენ.
XS
SM
MD
LG