Accessibility links

logo-print

ხუთშაბათს თბილისის დროით საღამოს 5


ხუთშაბათს თბილისის დროით საღამოს 5 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა სამების საკათედრო

ხუთშაბათს თბილისის დროით საღამოს 5 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა სამების საკათედრო
ტაძრიდან ადგილობრივი ტელეკომპანიების პირდაპირი ეთერის საშუალებით მიმართა საზოგადოებას. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა მადლობა უთხრა ყველას, ვინც მას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას თავად იღებს ხელში: [სააკაშვილის ხმა] "მე მინდა საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით, (პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ დილას დაბრუნდება იტალიიდან) და საქართველოს მთავრობის წევრთა თანდასწრებით განვაცხადო, რომ მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი თავის თავზე ვიღებ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის ხელმძღვანელობას. ვაძლევ განკარგულებას მთავრობას, რომ დაბრუნდეს ადგილებზე. ვაძლევ განკარგულებას ადგილობრივი ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს დაბრუნდეს ადგილზე, იმუშაოს ჩვეულებრივ სამუშაო რიტმში..." პრეზიდენტის გამოსვლას სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
XS
SM
MD
LG